Tuesday, 7 March 2017

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო. დავასრულეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის ჩამატება. ბლოგზე განვათავსეთ მასწავლებლის პრეზენტაცია.ტრენერისაგან მივიღეთ კონსტრუქციული მითითებე

Saturday, 4 March 2017

მეშვიდე დღის რეფლქსია


 დღეს  ვიმუშავეთ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე-პრეზენტაციაზე და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებაზე.   საპრეზენტაციო პროგრამას და შეფასების სქემას გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას, ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, 26 February 2017

მეხუთე დღის რეფლექსია



ინტელის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. დაწვრილებით განვიხილეთ შეფასების  ინსტრუმენტები.ბლოგზე ვისწავლეთ გვერდების ჩასმა. გვქონდა ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე.


პატივისცემით,.



Saturday, 25 February 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

  თემისთვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების    სწორად დასმა 
გამიჭირდა,საგნობრივ სტანდარტის  მიზნების მისაღწევად .ტრენერისგან მივიღე 
სასარგებლო რჩევები, სწორი კითხვების ფორმულირებისთვის.სწორად კითხვის 
დასმა,იწვევს მოსწავლეთა ჩართულობას სწავლის პროცესში,
ინფორმაციის მოგროვებასა და განხილვაში.
      ამ ყოველივეს ცოდნა აუცილებელია მასწავლებლისათვის,რათა გამოვიყენო 
გაკვეთილზე.
ზოგიერთი საკითხი ჩემთვის  ცოტათი რთული გასაგები აღმოჩნდა..

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

   *  ზოგადი კითხვა:

1.  როგორ გავერთოთ ისე რომ ჯანმრთელები ვიყოთ.?

  *  თემატური  კითხვები:

1. რატომ სჭირდება  თამაშებს წესები?

2. რამდენად საინტერესო შეიძლება გახდეს  თამაშობები მოსწავლეებისათვის?

3. საიდან მოდის  ხალხურ თამაშობები?

*  შინაარსობრივი კითხვა:
1. რა საერთო აქვს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ხალხური თამაშობების  შესახებ შექმნილ ყველა ისტორიას? 

Sunday, 19 February 2017

მესამე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ, რომ ინტელის მესამე დღის ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, მიზანმიმართული და შინაარსობრივი.პროექტი დავაკავშირეთ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ვიმუშავეთ პროექტის მიზნებსა და შედეგებზე და ვიმსჯელეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვარის შედგენაზე.


პროექტის სასწავლო მიზნები



                           ქართული ხალხური თამაშები

მოცემული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოიძიონ ინფორმაცია ხალხური თამაშობების შესახებ.

 გააცნობიერონ და გამოიყენონ ქართული ხალხური თამაშობები და შეისწავლონ მათი წესები. 

უნარ-ჩვევების განვითარება. უსაფრთხოების დაცვა

 ეროვნული ხალხური თამაშობების  დანერგვა  სკოლებში და მომავალ თაობებში.

Sunday, 12 February 2017

ინტელის ტრენინგი დაიწყო

პირველი დღის- რეფლექსია

დღევანდელი დღე დაიწყო  ნაყოფიერად .გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.  პროექტის სწავლებას. გავიხსენეთ ბლოგი და შევქმენით ახალი.
 ველოდები შემდეგ მეცადინეობას დიდი ძალისხმევით.